Tbilisi Dry Port

Tbilisi Dry Port Welcome to Tbilisi Dry Port! Your reliable partner for efficient cargo and freight solutions.

დღეს „თბილისი დრაი პორტს“ ვიზიტით ეწვივნენ ყირგიზეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლე...
19/08/2026

დღეს „თბილისი დრაი პორტს“ ვიზიტით ეწვივნენ ყირგიზეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან ოფიციალური პირები.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დეტალურად გაეცნენ „თბილისი დრაი პორტის“ არსებულ ინფრასტრუქტურას, ტერმინალის ოპერაციულ შესაძლებლობებს, მიმდინარე მეორე ფაზის სამშენებლო სამუშაოებს, ასევე კომპანიის სამომავლო განვითარების სტრატეგიასა და გაფართოების გეგმებს.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის არსებულ წარმატებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და შუა დერეფნის მზარდ როლს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელში. აღინიშნა „თბილისი დრაი პორტის“ მჭიდრო თანამშრომლობა შემოსავლების სამსახურთან და ის სერვისები რომელსაც საბოლოო მომხმარებლები იღებენ ერთი ფანჯრის პრინციპით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც რეგიონში სატრანზიტო პოტენციალის ზრდასთან ერთად იქმნება. გაზიარებული იყო ის პროცესები და წარმატებები, რომელსაც საქართველომ მიაღიწა საბაჟო პროცედურების გამარტივებით და გაციფრულებით.

შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა „თბილისი დრაი პორტის“ სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც თანამედროვე ინტერმოდალური ლოგისტიკური ჰაბისა, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებასა და სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ კავშირების გაძლიერებას. თბილისი წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ პუნქტს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, რაც „თბილისი დრაი პორტს“ რეგიონული ლოგისტიკის ერთ-ერთ საკვანძო ცენტრად აქცევს.

თბილისი დრაი პორტი – შენი სატრანზიტო ჰაბი

Today, Tbilisi Dry Port welcomed an official delegation from the Customs Service of the Republic of Kyrgyzstan and the Customs Department of the Revenue Service under the Ministry of Finance of Georgia.

During the visit, the guests were introduced to Tbilisi Dry Port’s existing infrastructure, terminal operational capabilities, and ongoing Phase II construction works, as well as the company’s long-term development strategy and expansion plans.

Particular attention was given to the successful partnership between Georgia and Kyrgyzstan, the importance of strengthening regional cooperation, and the growing role of the Middle Corridor within the international transport and logistics network. The meeting also highlighted Tbilisi Dry Port’s close cooperation with the Revenue Service and the integrated services available to customers through the one-stop-shop principle.

The parties further discussed emerging opportunities created by the region’s increasing transit potential. Experiences and best practices were shared regarding the progress Georgia has achieved through the simplification and digitalization of customs procedures, which continue to enhance efficiency and facilitate trade flows.

The meeting once again underscored the strategic importance of Tbilisi Dry Port as a modern intermodal logistics hub that actively contributes to the development of regional transport corridors, the expansion of international trade, and the strengthening of economic ties between countries. Tbilisi serves as a vital link between Europe and Central Asia, positioning Tbilisi Dry Port as one of the region’s key logistics centers.

Tbilisi Dry Port – Your Transit Hub

19/08/2026

ადამიანები — ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსითანამედროვე სამყაროში ნებისმიერი წარმატებული ორგანიზაციის მთავარი ძალა ა...
03/08/2026

ადამიანები — ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი წარმატებული ორგანიზაციის მთავარი ძალა ადამიანები არიან. სწორედ მათი ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და საერთო ღირებულებები ქმნის კომპანიის მდგრადი განვითარების საფუძველს.

„თბილისი დრაი პორტი“ წარმოგიდგენთ ადმინისტრაციის პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის შეუფერხებელ, ეფექტიან და გამჭვირვალე ფუნქციონირებას. ადმინისტრაცია წარმოადგენს იმ საყრდენ რგოლს, რომელიც აერთიანებს ორგანიზაციის შიდა პროცესებს, ხელს უწყობს ეფექტიან მმართველობას, კორპორაციული სტანდარტების დაცვასა და მაღალი ხარისხის საოპერაციო გარემოს შექმნას.

ჩვენი ადმინისტრაციის გუნდი წარმოდგენილია შემდეგი თანამშრომლებით:
• მარიამ ბოჩიკაშვილი – ადმინისტრაციული ასისტენტი
• ანა მეგრელაძე – შესყიდვების მენეჯერი
• ენრი ცევრენიდის – საბაჟოს მენეჯერი
• სალომე აბულაძე – უმცროსი იურისტი

გუნდის თითოეულ წევრს საკუთარი კომპეტენციითა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კომპანიის წარმატებულ საქმიანობაში. მათი კოორდინირებული მუშაობა უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, ეფექტიანობას, სამართლებრივ სიზუსტესა და იმ კორპორაციული ღირებულებების ყოველდღიურ განხორციელებას, რომლებზეც „თბილისი დრაი პორტის“ საქმიანობაა დაფუძნებული.

ჩვენთვის ადმინისტრაცია მხოლოდ მხარდამჭერი ფუნქცია არ არის — ეს არის გუნდი, რომელიც ქმნის ორგანიზაციის სტაბილურობის, სანდოობისა და განვითარების მყარ საფუძველს. სწორედ ამიტომ, თითოეული თანამშრომლის პროფესიული განვითარება, კეთილდღეობა და პოტენციალის სრულად რეალიზება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

სწორედ ადამიანები არიან ჩვენი მთავარი ღირებულება. მათი ცოდნა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომლის წყალობითაც „თბილისი დრაი პორტი“ რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბია.

ძლიერი კომპანია იწყება ძლიერი გუნდით

People – Our Greatest Asset

In today's world, people are the most valuable resource of every successful organization. Their knowledge, expertise, professionalism, and shared values form the foundation for sustainable growth and long-term success.

Tbilisi Dry Port proudly introduces its Administration Team – a group of dedicated professionals whose commitment and expertise ensure the Company's efficient, transparent, and seamless daily operations. As the backbone of the organization, the Administration Team plays a vital role in coordinating internal processes, supporting effective governance, upholding corporate standards, and fostering a productive working environment.

Our Administration Team consists of:

• Mariam Bochikashvili – Executive Assistant
• Ana Megreladze– Procurement Manager
• Enri Tsevrenidis – Customs Compliance Manager
• Salome Abuladze – Legal Assistant

Each team member contributes to the Company's success through their expertise, professionalism, and strong sense of responsibility. Their collaborative efforts promote operational efficiency, transparency, legal compliance, and the implementation of the corporate values that define Tbilisi Dry Port.

For us, Administration is more than a support function—it is a strategic pillar that strengthens organizational stability, reliability, and sustainable growth. That is why investing in our people, supporting their professional development, and creating opportunities for them to realize their full potential remain among our highest priorities.

Our people are our greatest asset. Their knowledge, experience, and professionalism provide the strong foundation that has positioned Tbilisi Dry Port as one of the region's leading multimodal logistics hubs.

Strong teams build strong companies

თბილისი დრაი პორტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.ვიზიტის...
22/07/2026

თბილისი დრაი პორტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს პორტის ტერიტორია, კონტეინერების დამუშავების ზონები და სასაწყობე ინფრასტრუქტურა. ტურის განმავლობაში, CFS-ისა და საწყობის მენეჯერმა გიორგი ბაჩუკაშვილმა მათ დეტალურად გააცნო თბილისი დრაი პორტის საქმიანობის სპეციფიკა, მიმდინარე ოპერაციული პროცესები, მეორე ფაზის განვითარების პროექტის დასრულების დეტალები და პორტის, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ეფექტიან ფუნქციონირებაში.

შეხვედრა გამოირჩეოდა სტუდენტების მაღალი ჩართულობითა და ინტერესით. დისკუსია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა მრავალ საინტერესო კითხვას, იდეების გაზიარებასა და პროფესიულ თემებზე მსჯელობას.

გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ მომავალი თაობის პროფესიულ განვითარებას, გავუზიაროთ პრაქტიკული გამოცდილება და ახალგაზრდებს ლოგისტიკის სფეროს უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მივცეთ.

მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საინტერესო ვიზიტისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.

თბილისი დრაი პორტი - შენი სატრანზიტო ჰაბი

Tbilisi Dry Port welcomed students from the Department of Human Geography at Tbilisi State University

During the visit, the students toured the port’s facilities, including the container handling areas and warehouse infrastructure. Guided by CFS & Warehouse Manager Giorgi Bachukashvili, they gained valuable insights into Tbilisi Dry Port’s operations, the completion of the Phase II development project, and the port’s strategic role as a regional logistics hub supporting international trade and efficient supply chain connectivity.

The visit was highly interactive, with students demonstrating strong engagement through insightful questions, meaningful discussions, and genuine interest in the logistics industry.

We are proud to contribute to the professional development of future generations by sharing practical knowledge and providing students with the opportunity to gain firsthand insight into the modern logistics sector.

We sincerely thank the students of the Tbilisi State University for their visit and for such an engaging and productive meeting.

Tbilisi Dry Port – Your Transit Hub

გაიცანით „თბილისი დრაი პორტის“ ფინანსური დეპარტამენტი — გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური პროცესების გამართულ მართვა...
17/07/2026

გაიცანით „თბილისი დრაი პორტის“ ფინანსური დეპარტამენტი — გუნდი,
რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური პროცესების გამართულ მართვას,
გამჭვირვალობას, სანდოობასა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების
დაცვას.
საფინანსო დეპარტამენტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს
კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. მისი ეფექტური მუშაობა ხელს უწყობს
ბიზნეს პროცესების უწყვეტობას, ფინანსური რესურსების ოპტიმალურ მართვასა და
კომპანიის მდგრად განვითარებას.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ქ-ნი ლალი ნადარაია, რომლის
მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, მაღალი კვალიფიკაცია და
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ფინანსური
პროცესების სიზუსტის, ეფექტურობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
საფინანსო დეპარტამენტის გუნდი წარმოდგენილია შემდეგი
თანამშრომლებით:
• გივი ლობჯანიძე
• ელისო ცირდავა
• შალვა გვაზავა
• ელისო პაპავა
გუნდის თითოეული წევრი საკუთარი პროფესიული ცოდნითა და
გამოცდილებით ყოველდღიურად ზრუნავს ფინანსური ოპერაციების ეფექტიანად და
დროულად განხორციელებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციური
მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, ისინი უზრუნველყოფენ
სამუშაო პროცესების მაქსიმალურ სიზუსტეს, ხარისხსა და ოპერატიულობას.
„თბილისი დრაი პორტის“ საფინანსო დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება
გამჭვირვალობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გუნდური
თანამშრომლობის პრინციპებს. სწორედ ეს ღირებულებები აძლიერებს კომპანიის
ფინანსურ მდგრადობას, პარტნიორების ნდობასა და საერთაშორისო ბიზნეს გარემოში
წარმატებულ პოზიციონირებას.
გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და საერთო
კორპორატიული კულტურა ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომელზეც შენდება კომპანიის
წარმატება და გრძელვადიანი განვითარება.
ვამაყობთ ჩვენი გუნდის თითოეული წევრით, რომელთა პროფესიონალიზმი,
პასუხისმგებლობა და ერთგულება ყოველდღიურად უწყობს ხელს „თბილისი დრაი
პორტის“ წარმატებასა და განვითარებას.
თბილისი დრაი პორტი - თქვენი სატრანზიტო ჰაბი



Meet the Finance Department of Tbilisi Dry Port—a team dedicated to ensuring the
efficient management of financial processes while maintaining transparency, reliability, and
high standards of service.
The Finance Department plays a vital role in the company’s daily operations. Its
effective performance supports the continuity of business processes, the optimal management
of financial resources, and the company’s sustainable development.
The department is headed by Mrs. Lali Nadaraia, whose extensive professional
experience, high level of expertise, and strong sense of responsibility are essential to ensuring
the accuracy and efficiency of financial processes, as well as their compliance with
international standards.
The Finance Department team consists of:
• Givi Lobjanidze
• Eliso Tsirdava
• Shalva Gvazava
• Eliso Papava
Through their professional knowledge and experience, each team member contributes
daily to the efficient and timely ex*****on of financial operations. By applying modern
technologies, innovative approaches, and best practices, they ensure the highest levels of
accuracy, quality, and responsiveness across all workflows.
The activities of the Tbilisi Dry Port Finance Department are founded on the principles
of transparency, professionalism, responsibility, and teamwork. These values strengthen the
company’s financial sustainability, enhance the confidence of its partners, and support its
successful positioning within the international business environment.
The team’s high level of professionalism, dedication, and shared corporate culture
provides a solid foundation for the company’s continued success and long-term development.
We are proud of every member of our team, whose professionalism, responsibility, and
dedication contribute every day to the success and development of Tbilisi Dry Port.
Tbilisi Dry Port — Your Transit Hub

თბილისი დრაი პორტის მოქმედი ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას, შესაბამისად დანერგილი გამართული და თანამედროვე...
08/07/2026

თბილისი დრაი პორტის მოქმედი ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას, შესაბამისად დანერგილი გამართული და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები უზრუნველყოფს ტვირთის შეუფერხებელ და სწრაფ საბაჟო მომსახურებას უშუალოდ პორტის ტერიტორიაზე. ინფრასტრუქტურა სრულად არის მორგებული საერთაშორისო სტანდარტებს, რაც პროცესების ეფექტიან მართვას და ოპერაციების გამარტივებას უწყობს ხელს.
ნებისმიერი ტიპის საბაჟო პროცედურა ხორციელდება მარტივად, მოქნილად და მაღალი სიზუსტით. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს ლოდინის დროს და გიზოგავთ როგორც ფინანსურ, ისე ოპერაციულ რესურსებს. საბაჟო საწყობის სტატუსი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ საერთაშორისო კომპანიებს, მათი პროდუქციის მარაგები შექმნან თბილისში და სწორედ აქედან გაანაწილონ კავკასიის რეგიონში, ცენტრალურ აზიაში ან/და პირიქით. ასევე გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების უპირატესობები - კონტეინერი, სარკინიგზო ვაგონი ან მანქანა ლოგისტიკური დანახარჯების ოპტიმიზაციისთვის და სხვადასხვა მიმართულების ეფექტურობის ზრდაში.
ჩვენი გამოცდილება და საერთაშორისო ნორმებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვა გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი ტვირთი გადაადგილდება უსაფრთხოდ, შეუფერხებლად და დროულად.
თბილისი დრაი პორტი წარმოადგენს სანდო პარტნიორს, რომელიც ზრუნავს თქვენი ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციაზე და ბიზნესის უწყვეტ განვითარებაზე.
თბილისი დრაი პორტი - თქვენი სატრანზიტო ჰაბი

Tbilisi Dry Port’s operational area is designated as a Customs Control Zone, where advanced technological systems ensure fast, seamless, and efficient customs clearance directly within the terminal. The infrastructure is fully aligned with international standards, enabling effective process management and streamlined operations.
All types of customs procedures are carried out with efficiency, flexibility, and a high level of accuracy. This approach significantly reduces waiting times while helping customers optimize both operational and financial resources.
As a licensed customs warehouse, Tbilisi Dry Port enables international companies to establish inventory in Tbilisi and efficiently distribute their goods throughout the Caucasus, Central Asia, and beyond, or vice versa. Customers can also take advantage of multimodal transport solutions by utilizing containers, rail wagons, and trucks, allowing them to optimize logistics costs and improve supply chain efficiency across multiple destinations.
Our expertise, combined with strict compliance with international customs regulations and industry standards, ensures that your cargo is handled securely, efficiently, and delivered on time.
Tbilisi Dry Port is a trusted logistics partner, committed to optimizing your supply chain and supporting the continuous growth of your business.
Tbilisi Dry Port – Your Transit Hub

25/06/2026

დღეს „თბილისი დრაი პორტს“ ოფიციალური გაცნობითი ვიზიტით ეწვია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართვ...
18/06/2026

დღეს „თბილისი დრაი პორტს“ ოფიციალური გაცნობითი ვიზიტით ეწვია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტერ კუბერნატი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი დეტალურად გაეცნო „თბილისი დრაი პორტის“ არსებულ ინფრასტრუქტურას, ტერმინალის ოპერაციულ შესაძლებლობებსა და მიმდინარე საქმიანობას. შეხვედრისას განიხილა პორტის განვითარების მიმდინარე ეტაპები, მათ შორის მეორე ფაზის სამშენებლო სამუშაოების პროგრესი, რომელიც მიზნად ისახავს ტერმინალის გამტარუნარიანობის, მომსახურების ხარისხისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებას.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ წარმატებულ და მზარდ პარტნიორულ ურთიერთობებს, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე სატრანსპორტო და სავაჭრო პროცესები, შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა და მისი როლი ევროპასა და აზიას შორის ტვირთნაკადების ეფექტიან გადაადგილებაში. ამ კონტექსტში აღინიშნა „თბილისი დრაი პორტის“ სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც თანამედროვე მულტიმოდალური ლოგისტიკური ცენტრისა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და საერთაშორისო სავაჭრო კავშირების გაძლიერებაში.
„თბილისი დრაი პორტი“ მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

Today, Tbilisi Dry Port had the honor of hosting H.E. Mr. Petr Kubernat, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of the Czech Republic to Georgia, together with the accompanying delegation, on an official introductory visit.
During the visit, the Ambassador was introduced to Tbilisi Dry Port’s existing infrastructure, operational capabilities, and ongoing activities. Discussions also covered the current stages of the port’s development, including the progress of Phase II construction works, which are aimed at further enhancing the terminal’s capacity, service quality, and logistics capabilities.
Particular attention was given to the successful and steadily growing partnership between Georgia and the Czech Republic, as well as the prospects for strengthening economic cooperation and expanding collaboration in the transport and logistics sector.
The parties also discussed ongoing regional transport and trade developments, the increasing importance of the Middle Corridor, and its role in facilitating efficient cargo flows between Europe and Asia. In this context, the strategic significance of Tbilisi Dry Port was highlighted as a modern multimodal logistics hub that contributes to the development of Georgia’s transport infrastructure, enhances the country’s competitiveness, and strengthens international trade connectivity.
Tbilisi Dry Port remains committed to deepening cooperation with international partners and further strengthening its role as a regional logistics hub, supporting both Georgia’s economic development and the continued improvement of transport and logistics services across the region.

დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ „Tbilisi Dry Port“-ის გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი — ჩვენი ტექნიკური მენეჯერი გიორგი ...
09/06/2026

დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ „Tbilisi Dry Port“-ის გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი — ჩვენი ტექნიკური მენეჯერი გიორგი ცევრენიდის.
თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის წარმატებული ფუნქციონირება შეუძლებელია გამართული ტექნიკის, ინფრასტრუქტურის და მუდმივი კონტროლის გარეშე. სწორედ ამ პროცესებში ტექნიკური მენეჯერის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ის პასუხისმგებელია პორტის გამართულ მუშაობაზე, ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და სხვადასხვა პროცესის ეფექტიან კოორდინაციაზე.
„Tbilisi Dry Port“-ის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტი და საიმედო მუშაობა დიდწილად ეფუძნება ტექნიკური გუნდის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. გიორგი, თავისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით, აქტიურად არის ჩართული მიმდინარე ტექნიკური პროცესების მართვაში, რაც პორტის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
მისი საქმიანობა ასევე მოიცავს ტექნიკური საშუალებების, ისეთების როგორიცაა კონტეინერების დამტვირთველები, სატვირთო მანქანები, ლოკომოტივები, ჩანგლიანი დამტვირთველების და სხვა აღჭურვილობის სტანდარტების შესაბამისად მუდმივად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას ტექნიკური რისკების შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. ამასთან, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოპერაციული პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობა და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის.
„Tbilisi Dry Port“-ისთვის თითოეული თანამშრომელი წარმოადგენს საერთო წარმატების მნიშვნელოვან ნაწილს. გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი იქმნება პროფესიონალი, მოტივირებული და საქმისადმი ერთგული ადამიანებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ კომპანიის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გუნდის წევრებით და მოხარულები ვართ საზოგადოებას გავაცნოთ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ „Tbilisi Dry Port“-ის წარმატებაში.

Today, we are pleased to introduce another valued member of the Tbilisi Dry Port team — our Technical Manager, Giorgi Tsevrenidis.
The successful operation of a modern logistics infrastructure is impossible without reliable equipment, well-maintained facilities, and continuous technical oversight. In this regard, the role of a Technical Manager is of particular importance, as he is responsible for ensuring the smooth operation of the port, maintaining technical safety standards, and effectively coordinating various technical processes.
The uninterrupted and reliable performance of Tbilisi Dry Port's daily operations is largely built upon the professionalism and expertise of our technical team. With many years of experience, Giorgi plays an active role in managing ongoing technical operations, contributing significantly to the port’s development and operational excellence.
His responsibilities also include ensuring that technical assets such as container handlers, trucks, locomotives, forklifts, and other equipment are maintained in full compliance with operational and safety standards. In addition, he is involved in technical risk assessment and the planning of preventive measures to ensure maximum reliability and efficiency.
Giorgi works closely with various departments across the organization to support seamless operational processes and deliver high-quality services to our partners and customers.
At Tbilisi Dry Port, every employee plays an important role in our shared success. We believe that a strong team is built by dedicated, motivated, and highly skilled professionals who contribute every day to the growth of the company and the creation of new opportunities.
We are proud of our team members and delighted to introduce the people whose knowledge, experience, and commitment make a valuable contribution to the success of Tbilisi Dry Port.

Address

Kindzmarauli Street 37
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Dry Port posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tbilisi Dry Port:

Shortcuts

Share

Category