Medea's Travel Tips

Medea's Travel Tips Travel with confidence

Price Alert / ფასის ცვლილების შეტყობინება❓დავაჭიროთ თუ არ დავაჭიროთ?❓ვენდოთ თუ არ ვენდოთ?❓უფრო ხომ არ გამიძვირებს?👌პასუხ...
18/06/2026

Price Alert / ფასის ცვლილების შეტყობინება

❓დავაჭიროთ თუ არ დავაჭიროთ?
❓ვენდოთ თუ არ ვენდოთ?
❓უფრო ხომ არ გამიძვირებს?

👌პასუხი ბანალურია - ენდეთ. მაგრამ შეამოწმეთ 🤷

სისტემა ფასის ცვლილებას რეალურ დროში არ ამოწმებს, ამიტომ შეიძლება სანამ შემდეგ წრეზე წავა რამდენჯერმე შეიცვალოს ფასი. გქონდეთ შეტყობინება ჩართული, მაგრამ პერიოდულად თავადაც გადაამოწმეთ 👌

საოცარი ქვეყანაა ბელგია - შოკოლადი, ნაყინი, ვაფლი, ლუდი... ყველაფერი საუკეთესო აქვთ! რასაკვირველია ყველაფერს მიღების თავ...
11/06/2026

საოცარი ქვეყანაა ბელგია - შოკოლადი, ნაყინი, ვაფლი, ლუდი... ყველაფერი საუკეთესო აქვთ! რასაკვირველია ყველაფერს მიღების თავისი წესი აქვს (ზურიკელა ვაშალომიძის ხმით).

აი, კონკრეტულად ასეთ ვაფლს - ქუჩის ჯიხურებში, pop-up სტენდებზე, რკინიგზის სადგურების ბაქანზე და მოსაცდელებში იპოვით. თუ კაფეებში 15-20 ევრო ღირს, ასეთ ჯიხურებში 3,5 ევროდან იწყება ფასი. არ აუაროთ გვერდი, სწორედ ეს იაფი "ქუჩის" ვაფლი ცხვება თქვენს თვალწინ და ყველაზე გემრიელია 😍😍

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (World Meteorological Organization) მოსალოდნელი კლიმატური ფენომენის, ელ ნინიოს (El Ni...
27/04/2026

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (World Meteorological Organization) მოსალოდნელი კლიმატური ფენომენის, ელ ნინიოს (El Niño) შესახებ გვაფრთხილებს.

El Niño 2–7 წელიწადში ერთხელ მეორდება და გამოიხატება ეკვატორული წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ზრდით, რაც შესამჩნევ ცვლილებებს იწვევს გლობალურ კლიმატში.

ეს არ არის კლიმატური კატასტროფა და მოგზურობისგან თავის შეკავებაც არ მოგვიწევს, თუმცა შესაძლოა ოდნავ განსხვავებული ბარგის შეფუთვა მოგვიწიოს გაძლიერებული წვიმების ან მაღალი ტემპერატურის გამო. განახლებულ და უფრო დეტალურ ანგარიშს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მაისის ბოლოს გამოაქვეყნებს, მიმდინარე მოლოდინი კი ასეთია:

🌡️ევროპაზე გავლენა შედარებით ირიბია — მოსალოდნელია ნორმაზე მაღალი ტემპერატურა, ხოლო ნალექის ცვლილებები რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება;
🔥 ექსტრემალური ამინდის მოვლენების (მაგ., სიცხის ტალღები და ძლიერი ნალექები) გაზრდილი ალბათობა გლობალურად;
🌧️ მეტი ნალექი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, აშშ-ის სამხრეთში, აფრიკის რქასა და ცენტრალურ აზიაში
🥵 უფრო მშრალი პირობები ავსტრალიაში, ინდონეზიასა და სამხრეთ აზიის ნაწილში
☔ მეტი ტროპიკული ციკლონი (ქარიშხალი) წყნარი ოკეანის ცენტრალურ/აღმოსავლეთ ნაწილში და ნაკლები ატლანტიკის აუზში.

Tip📍მაღალი ტემპერატურის პირობებში სხეულის გაუწყლოების შანსი იზრდება, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში საკმარისი წყლის მიღება.

მშვიდობიან და საინტერესო ზაფხულს გისურვებთ

წყარო: World Meteorological Organization

წელიწადში ერთხელ, 23 აპრილს, კასა ბატლო (Casa Battlo) კატალუნიელებთნ ერთად გიორგობას აღნიშნავს და  წითელი ვარდებით ირთვე...
23/04/2026

წელიწადში ერთხელ, 23 აპრილს, კასა ბატლო (Casa Battlo) კატალუნიელებთნ ერთად გიორგობას აღნიშნავს და წითელი ვარდებით ირთვება🌺🌺🌺

🌺 კატალუნიური ლეგენდის თანახმად წმინდა გიორგიმ მეფის ასულის გადასარჩენად დრაკონი დაამარცხა, დრაკონის სისხლიდან კი ვარდი ამოვიდა, რომელიც მშვენიერ პრინცესას მიართვა. ასე გახდა წითელი ვარდი სიყვარულის და გმირობის სიმბოლო.

🌺 გაუდის სიმბოლოები უყვარდა. სიმბოლოები და დრაკონები. კასა ბატლოს სახურავი სწორედ დრაკონის ზურგს გამოხატავს, ჭაობისფერი ქერცლით; აივნები - ჩონჩხებს, კოშკურა კი შუბს. შეიძლება ითქვას რომ გაუდის ეს შედევრი არქიტექტურაში გაცოცხლებული წმინდა გიორგის ლეგენდაა. არც არის გასაკვირი რომ სწორედ კასა ბატლო გახლავთ გიორგობის დღესასწაულის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა.

📍თუ თქვენც გიყვართ სიმბოლოები, არ დაიზაროთ 10 ევროთი მეტის გადახდა და Silver ან Gold ბილეთი აიღეთ კასა ბატლოში შესასვლელად. ყურადღება მიაქციეთ რომ ბილეთში შედიოდეს Augmented Reality Tablet და ისიამოვნეთ იმერსიული ტურით 🌺

ფოტო: Casa Batlló - Gaudí Barcelona (Official Page)

ზუსტად 7 წლის წინ, 2019 წლის 15 აპრილს, ინტერნეტი ალმოდებული ნოტრ დამის ფოტოებმა მოიცვა. ამბავი იმდენად წამოუდგენელი იყო...
15/04/2026

ზუსტად 7 წლის წინ, 2019 წლის 15 აპრილს, ინტერნეტი ალმოდებული ნოტრ დამის ფოტოებმა მოიცვა. ამბავი იმდენად წამოუდგენელი იყო რომ სანამ კარგად არ გადავამოწმე მეც ფაბრიკაცია მეგონა. სამწუხაროდ ნოტრ დამი ნამდვილად იწვოდა და ამბობენ რომ სულ რამდენიმე წუთი აშორებდა სრულ განადგურებას.

შემდეგ იყო გლოვა, შეთქმულების თეორიები, ფონდების მობილიზება და რესტავრაციის 5-წლიანი რთული და საპასუხისმგებლო პროცესი. 850-წლიანი ისტორია არ შეიძლებოდა უსაფრთხოების და ტექნოლოგიების საუკუნეში დასრულებულიყო და არც დასრულებულა - ტაძარი 2024 წლის 7 დეკემბერს დაბრუნდა ისეთივე ამაყი და დიდებული როგორც ყოველთვის, ხოლო გახსნიდან 1 წელიწადში, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, საქორწინო ცერემონიალსაც უმასპინძლა - საკუთარი კედლების რესტავრატორის ჯვრისწერას.

TIP📍პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მონახულება ყოველთვის უფასო იყო და უფასოა დღესაც, თუმცა ხალხის ნაკადი კვირის ნებისმიერ დღეს დიდია. გირჩევთ დარეგისტრირდეთ ონლაინ (უფასოდ), ან უბრალოდ მიხვიდეთ დილით ადრე, 10 საათამდე. ჯავშნის ბმული პოსტის ბოლოშია, მაგრამ თუ ვერ დარეგისტრირდით არ დაიზაროთ რომ რომელიმე დღეს უბრალოდ 1 საათით ადრე გახვიდეთ სასტუმროდან

✈️🍷 ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან შესვლისას ალკოჰოლზე მოქმედებს კონკრეტული ლიმი...
02/04/2026

✈️🍷 ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან შესვლისას ალკოჰოლზე მოქმედებს კონკრეტული ლიმიტები. მათი გადატანა პირადი მოხმარებისთვის დამატებითი გადასახადის გარეშე შეგიძლიათ.

📌 ნებადართული რაოდენობები:

🥃 1 ლიტრი ძლიერი ალკოჰოლი (მაგალითად ვისკი, კონიაკი, არაყი / ჭაჭა, ტეკილა და სხვა - 22%-ზე მეტი)
ან
🍸 2 ლიტრი საშუალო სიმაგრის ალკოჰოლი (მაგალითად ლიქიორი, ვერმუტი და მისთ. - 22%-მდე)

ამასთან ერთად, დამატებით შეგიძლიათ იქონიოთ:

🍷 4 ლიტრი ღვინო;
🍺 16 ლიტრი ლუდი;

⚠️ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
• აღნიშნული რაოდენობები განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის;
• არ აქვს მნიშვნელობა ალკოჰოლს დუტი ფრიში შეიძენთ თუ ჩასაბარებელ ბარგში მოათავსებთ — ლიმიტი ორივე შემთხვევაში ერთნაირად მოქმედებს;
• კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილ ალკოჰოლზე შეღავათები არ ვრცელდება;
• ასაკობრივი ზღვარი უმეტეს ქვეყნებში 17 ან 18 წელია;
• ცალკეულ ქვეყნებში შესაძლოა მოქმედებდეს დამატებითი ან განსხვავებული რეგულაციები;
• ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა მოგთხოვონ დეკლარირება, დამატებითი გადასახადის გადახდა ან დაგაკისრონ ჯარიმა;
• ანალოგიური სტანდარტები მოქმედებს საქართველოში შემოსვლისას;

💡 რეკომენდაცია:
წინასწარ გაეცანით წესებს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები და გაუთვალისწინებელი პრობლემები.

იმოგზაურეთ თავდაჯერებულად 🥂

გაფრენის დრო მოვიდა, ბარგს ალაგებთ და უპს  -  არ იცით სად წაიღოთ სანთებელა?თუ თქვენ ჩასაბარებელი ბარგისკენ გაგექცათ თვალ...
30/03/2026

გაფრენის დრო მოვიდა, ბარგს ალაგებთ და უპს - არ იცით სად წაიღოთ სანთებელა?

თუ თქვენ ჩასაბარებელი ბარგისკენ გაგექცათ თვალი არც პირველი იქნებით და არც ბოლო, მაგრამ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ სანთებელა ჩასაბარებელ ბარგში - ამ ქმედებით თქვენ რისკავთ მთლიანი თვითმფრინავის უსაფრთხოებას და დიდი შანსია თქვენი ბარგი საერთოდ არ იყოს დაშვებული ბორტზე. დიახ, მას აუცილებლად გახსნიან, ბარგს გამოფრენის აეროპორტში დაიტოვებენ და შესაძლოა ჯარიმაც დაგაკისრონ.

თუკი თქვენ უკვე იფრინეთ ჩასაბარებელ ბარგში სანთებელათი და არავის არაფერი უთქვამს - უბრალოდ გაგიმართლათ. გაითვალისწინეთ რომ აეროპორტის სკანერების შესაძლებლობები დროთა განმავლობაში უმჯობესდება და მსგავსი გამონაკლისები უფრო და უფრო ნაკლებია.

ამიტომ მარტივად - ჩადეთ სანთებელა ხელბარგში, გაიარეთ უსაფრთხოების შემოწმება და არ მოწიოთ ბორტზე 👌

29, 30 და 31 მარტს, წმინდა კვირის (Semana Santa) აქტივობების ფარგლებში საგრადა ფამილიას ფასადზე სინათლისა და ჩრდილების შ...
30/03/2026

29, 30 და 31 მარტს, წმინდა კვირის (Semana Santa) აქტივობების ფარგლებში საგრადა ფამილიას ფასადზე სინათლისა და ჩრდილების შოუ მოეწყობა.

საღამოს საათებში დაგეგმილია ორი ხანმოკლე სესია: 21:00 და 21:30 საათზე.

წარმოდგენა უფასოა ❣

წყარო: Barcelona Unlocked

¿Qué horas son, mi corazón?თუ თქვენც ჩემსავით მთელი ბავშვობა გეგონათ რომ მთელი მსოფლიო მარტის ბოლო კვირა დღეს გადადიოდა ...
30/03/2026

¿Qué horas son, mi corazón?

თუ თქვენც ჩემსავით მთელი ბავშვობა გეგონათ რომ მთელი მსოფლიო მარტის ბოლო კვირა დღეს გადადიოდა ზაფხულის დროზე, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს...

🕘კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები ზაფხულის დროზე მარტის მეორე კვირა დღეს გადადის;
🕘ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ზაფხული აპრილის პირველ კვირა დღეს 03:00 საათზე დგება;
🕘ეგვიპტე აპრილის ბოლო პარასკევს ელოდება საათის გადასაწევად;
🕘ნეპალს არასოდეს გადაუწევია საათი;
🕘თურქეთი 2016 წლიდან, არგენტინა 2009 წლიდან, ხოლო საქართველო 2004 წლიდან აღარ იყენებს ზაფხულის დროს;

და ეს ყველაფერი არ არის...

Address

Tbilisi
0112

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Medea's Travel Tips posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category