Flycomp

Flycomp ფლაიკომპი ავიაკომპანიის დაზარალებული მგზავრების ინტერესების დამცველი კომპანიაა

ფლაიკომპი წარმოადგენს ავიაკომპანიებთან დავის დროს მგზავრების უფლებების დამცველ კომპანიას, რომელმაც თავისი კლიენტებითვის უკვე 100 000 ევროზე მეტის კომპენსაციის მიღება შეძლო.

შეკითხვაზე - ემუქრება თუ არა Wizz Air-ს საწვავის კრიზისი და გაუქმდება თუ არა ფრენები ზაფხულის სეზონზე, ავიაკომპანიის წარ...
04/05/2026

შეკითხვაზე - ემუქრება თუ არა Wizz Air-ს საწვავის კრიზისი და გაუქმდება თუ არა ფრენები ზაფხულის სეზონზე, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ეს ინფორმაცია არის აბსურდი, რადგან Wizz Air-ს ამ მიმართულებით საკმაოდ ძლიერი ბალანსი აქვს. 18 თვით ადრე იწყებს მზადებას შემდეგი პერიოდისთვის. ფლოტის 75%-ი შედგება 320 ნეო-ოჯახის თვითმფრინავებისგან, რაც როგორც იცით, უზრუნველყოფს სტრუქტურულ ხარჯობრივ უპირატესობას ევროპაში მოქმედებ სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით. შესაბამისად, მომავალი 18 თვის განმავლობაში შეიძლება ითქვას , რომ Wizzair-ს საწვავის მარაგი მზად აქვს.

რაც შეეხება ფრენების გაუქმებას - ავიასაწვავის კრიზისი არ გახდება ამის მიზეზი".

დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო ქუთაისიდან ბრატისლავის მიმართულებით. კომპანია Wizz Air-ის რეისები კვირაში 2-ჯერ განხორც...
12/01/2026

დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო ქუთაისიდან ბრატისლავის მიმართულებით. კომპანია Wizz Air-ის რეისები კვირაში 2-ჯერ განხორციელდება. აღმოაჩინეთ სლოვაკეთის მომხიბვლელი დედაქალაქი, ისეირნეთ დუნაის სანაპიროზე და დატკბით ძველი ქალაქის მყუდრო ქუჩებით. გაითვალისწინეთ, რომ ბრატისლავადან სულ რაღაც ერთ საათში უკვე ვენაში შეგიძლიათ იყოთ.

თუ თქვენი რეისი 3 საათზე მეტს დააგვიანებს, კომპენსაციის მისაღებად მომართეთ ფლაიკომპს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი ხდება. როგორც მოფრენის, ისე გაფრენის დარბაზებ...
16/09/2025

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი ხდება. როგორც მოფრენის, ისე გაფრენის დარბაზებში e-gate სისტემები დაინერგა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოცდის დროს და ამარტივებს პროცედურებს.

მოფრენის დარბაზის სიახლეები
ქართველი მოქალაქეებისთვის, ვინც საზღვრის კვეთისას რიგში დგომისგან დაიღალა, სასიამოვნო სიახლეა: აეროპორტში შვეიცარიული კომპანია SITA-ს მიერ შექმნილი 7 ავტომატიზებული სასაზღვრო გამშვები (e-gate) ამოქმედდა. ამიერიდან, ქვეყანაში შემოსვლა მარტივია: პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების შემდეგ, პროცესი წამებში სრულდება. ერვისი, რომლის ინვესტიციამაც 1.6 მილიონი ლარი შეადგინა, სრულად ოქტომბრიდან ამოქმედდება.

გაფრენის დარბაზის სიახლეები
რაც შეეხება გაფრენას, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის e-gate სისტემა წარმატებით მუშაობს. ეს სისტემა მგზავრებს საშუალებას აძლევს, ჩასხდომის ბარათის (boarding pass) დასკანერებით, ავტომატურად გაიარონ ტურნიკეტი, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს მგზავრთა ნაკადის გადაადგილებას და რიგებს ამცირებს.

2025 წლის 11 სექტემბერს, ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 13:39 საათზე, Wizz Air UK-ის Airbus A321-271NY (XLR) ტიპის თვითმფრ...
14/09/2025

2025 წლის 11 სექტემბერს, ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 13:39 საათზე, Wizz Air UK-ის Airbus A321-271NY (XLR) ტიპის თვითმფრინავს, სარეგისტრაციო ნომრით G-XLRA, , რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის იყო, ასრულებდა რეისს W95775 ლონდონ-გეტვიკიდან (LGW) პრაღის მიმართულებით. ასაფრენ ბილიკზე 24 პირველი შეხებისას თვითმფრინავმა განიცადა მცირე შეხტომა, რის შემდეგაც პილოტმა, მეორე დაშვების მცდელობისას, ზედმეტად მოატრიალა თვითმფრინავი. ამის გამო ფიუზელაჟის უკანა ნაწილი შეეხო ასაფრენ ბილიკს, რამაც ფიუზელაჟის ზედაპირის დაზიანება გამოიწვია.

მიუხედავად ინციდენტისა, თვითმფრინავმა უსაფრთხოდ გადაინაცვლა სადგომზე, სადაც ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ჩვეულ რეჟიმში გადმოვიდა. არავინ დაშავებულა.

ამის შემდეგ, თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან ამოიღეს დეტალური ინსპექტირებისა და საჭირო შეკეთებისთვის.

ბოლო დროს ხშირად შემოგვდის შეკითხვები ქუთაისი-აბუ დაბის გაუქმებულ რეისთან დაკავშირებით კომპენსაციის შესახებ. გვსურს განვ...
16/07/2025

ბოლო დროს ხშირად შემოგვდის შეკითხვები ქუთაისი-აბუ დაბის გაუქმებულ რეისთან დაკავშირებით კომპენსაციის შესახებ. გვსურს განვმარტოთ, რომ ევროკავშირის რეგულაცია 261/2004, რომელიც მგზავრთა უფლებებს იცავს, ვრცელდება მხოლოდ იმ რეისებზე, სადაც ფრენი მიმართულება არის ევროკავშირის ტერიტორია (ანუ, რეისის ერთი მხარე მაინც ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა იყოს). რადგან ქუთაისი-აბუ დაბის რეისი არ აკმაყოფილებს ამ პირობას, მასზე ეს რეგულაცია არ ვრცელდება და, შესაბამისად, ფულად კომპენსაციას არ ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაცია არც იმ შემთხვევაში გეკუთვნით, თუ გაუქმების შესახებ წინასწარ შეგატყობინეს კანონმდებლობით დადგენილი ვადით ადრე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეისი ევროპული მიმართულებით სრულდებოდა.

სწორედ ამ მიზეზებით, ჩვენ მოკლებულნი ვართ საშუალებას, დავიცვათ თქვენი უფლებები.

როგორც წესი, ამინდის ისეთი ექსტრემალური პირობები, როგორიცაა დიდი თოვლი, ითვლება "გაუთვალისწინებელ გარემოებად" და ავიაკომ...
24/02/2025

როგორც წესი, ამინდის ისეთი ექსტრემალური პირობები, როგორიცაა დიდი თოვლი, ითვლება "გაუთვალისწინებელ გარემოებად" და ავიაკომპანიები არ გასცემენ ფულად კომპენსაციას, რადგან ეს მათი კონტროლის მიღმაა.

ევროკავშირის რეგულაცია 261/2004 არ ითვალისწინებს ფულად კომპენსაციას ამინდთან დაკავშირებული შეფერხებისთვის, მაგრამ მოითხოვს ზრუნვას მგზავრზე. თქვენ შეიძლება გეკუთვნოდეთ:

ალტერნატიული რეისი,
საკვებისა და სასმელის ვაუჩერები,
სასტუმროში განთავსება, თუ ღამე უნდა დარჩეთ
ან ბილეთის მთლიანი ღირებულების დაბრუნება, თუ გადაწყვეტთ რომ აღარ იფრინოთ.

🌍✈️ ახალი პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან საფრანგეთში! ✈️🌍ზაფხულიდან ქუთაისიდან ლიონში იწყება პირდაპირი ფრენები! 🛫🌟 ფრენები კ...
06/02/2025

🌍✈️ ახალი პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან საფრანგეთში! ✈️🌍

ზაფხულიდან ქუთაისიდან ლიონში იწყება პირდაპირი ფრენები! 🛫

🌟 ფრენები კვირაში 2 ჯერ დაიგეგმება! 🌟

გსურთ ახალი ქალაქების აღმოჩენა და ევროპაში მოგზაურობა? ეს შანსი არ უნდა გამოგრჩეთ! 🚀

თუ თქვენი რეისი 3 საათზე მეტს დააგვიანებს, კომპენსაციისთვის მომართეთ ფლაიკომპს.

იტალიური მედია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქემ მოახერხა რომის ჩამპინოს აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკში ...
05/02/2025

იტალიური მედია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქემ მოახერხა რომის ჩამპინოს აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკში შეღწევა და იქ ცეცხლს გაჩენა. ინციდენტის შედეგად, აეროპორტმა დროებით შეწყვიტა ფრენები და მგზავრების მიღება. საქართველოს მოქალაქეობის მქონე მამაკაცი დაკავებულია ხოლო ადგილზე მუშაობენ იტალიური სამართალდამცავი ორგანოები.

შეგახსენებთ რომ როდესაც რეისის გადადება ან გაუქმება ხდება მსგავსი - ავიაკომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, დაგვიანებაზე ან გაუქმებაზე კომპენსაციის გაცემა არ ხდება.

12 აპრილიდან თბილისი აეროპორტიდან კომპანია transavia იწყებს ფრენას პარიზის მიმართულებით.  რეისი პარიზ ორლის აეროპორტში შ...
22/01/2025

12 აპრილიდან თბილისი აეროპორტიდან კომპანია transavia იწყებს ფრენას პარიზის მიმართულებით. რეისი პარიზ ორლის აეროპორტში შესრულდება და თბილისში მცხოვრებლებისთვის გაცილებით გაადვილდება საფრანგეთის დედაქალაქში მოხვედრა.

ბილეთების შეძენა ტრანსავიას საიტზე www.transavia.com შეგიძლიათ. 3 საათის ან მეტის დაგვიანების შემთხვევაში შეგიძლიათ მომართოთ ფლაიკომპს.

„ვიზეარი“ ქუთაისიდან ორ დროებით შეჩერებულ რეისს აახლებს. პირველი ფრენა, რომელიც ჰამბურგის (HAM) მიმართულებით შესრულდება,...
19/01/2025

„ვიზეარი“ ქუთაისიდან ორ დროებით შეჩერებულ რეისს აახლებს. პირველი ფრენა, რომელიც ჰამბურგის (HAM) მიმართულებით შესრულდება, დაიწყება 15 აპრილიდან, ხოლო მეორე, მადრიდის (MAD) მიმართულებით, 29 აპრილიდან. რეისების აღდგენა ისევ გაგრძელდება და მგზავრებს შესაძლებლობა მიეცემათ ისევ იმოგზაურონ აქამდე პოპულარულ რეისებზე ევროპულ ქალაქებში.

თუ ამ ან სხვა მიმართულებაზე 3 საათზე მეტით დაიგვიანა თქვენმა რეისმა, მომართეთ ფლაიკომოპს, ჩვენ შევძლებთ თქვენს ქეისზე კომპენსაციის დროულად აღებას.

2025 წლის აპრილიდან თბილისიდან შვეიცარიაში პირდაპირი ფრენები, ფრენებს კომპანია EDELWEISS ი შეასრულებს და კვირაში 2 ჯერ გ...
17/12/2024

2025 წლის აპრილიდან თბილისიდან შვეიცარიაში პირდაპირი ფრენები, ფრენებს კომპანია EDELWEISS ი შეასრულებს და კვირაში 2 ჯერ განხორციელდება.

თუ თქვენი რეისი დაიგვიანებს, კომპენსაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ

Address

Selim Khimshiashvili Str 20
Batumi
6000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Flycomp posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Flycomp:

Share

Category