15/05/2026
⬇️For English scroll down
⚓️ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური საერთაშორისო ფორუმზე „Argus“: რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის სტრატეგიული განვითარება
— ბათუმში გაიმართა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „Argus Black Sea and Caspian Key Terminals and Logistics“, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას შავი ზღვისა და კასპიის რეგიონების სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის წამყვანი სუბიექტებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების შესახვედრად. 14-15 მაისს გამართული ღონისძიების ფარგლებში, დარგის ექსპერტებმა და მსხვილი ტერმინალების ხელმძღვანელებმა განიხილეს „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) განვითარების საკითხები და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო არტერიების მდგრადობის უზრუნველყოფის გზები.
—კონფერენციის სესიებზე მოხსენებით წარსდგნენ ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორი მარლენ ტულეგენოვი და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი ულან ტლეუგალი.
—ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისადმი მიძღვნილ სესიაზე მარლენ ტულეგენოვმა წარმოადგინა შავი ზღვის რეგიონში ტვირთნაკადების არსებული ტენდენციების დეტალური მიმოხილვა და ბათუმის ნავთობტერმინალის განვითარების სტრატეგიული ხედვა. მან ხაზი გაუსვა ტერმინალის ფუნდამენტურ როლს რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციონირებაში. თავის მხრივ, ულან ტლეუგალიმ ყურადღება გაამახვილა ნავსადგურის, როგორც საკვანძო მულტიმოდალური კვანძის შესაძლებლობებზე და იმ სინერგიაზე, რომელიც ნავთობტერმინალთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთბრუნვის ოპტიმიზაციას.
—ფორუმის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ეფექტიანობა, კონტეინერების ბაზრის ანალიზი და კასპიის აუზის ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება. დისკუსიების დროს განსაკუთრებით აღინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალისა და პორტის, როგორც საერთაშორისო ლოგისტიკურ ჯაჭვში საიმედო პარტნიორების მნიშვნელობა.
—კონფერენციის დასკვნით ეტაპზე დელეგატები ტექნიკური ვიზიტით ეწვივნენ ბათუმის ნავთობტერმინალის ობიექტებსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე არსებულ მაღალტექნოლოგიურ სიმძლავრეებს, მათ შორის კომპანია „Wondernet Express Investment Group“-ის მინერალური სასუქების ტერმინალს. აღნიშნული ვიზიტით სტუმრები ადგილზე გაეცნენ საოპერაციო შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურულ სტანდარტებს, რომლებიც სრულად პასუხობს XXI საუკუნის გლობალური ვაჭრობის მოთხოვნებს.
—ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური კვლავ განაგრძობენ პოზიციონირებას, როგორც რეგიონული თანამშრომლობის ფასილიტატორები და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების გარანტები.
⚓️Batumi Oil Terminal and Batumi Sea Port at the Argus International Forum: Strategic Development of the Regional Transport Hub
— The high-level international conference "Argus Black Sea and Caspian Key Terminals and Logistics" took place in Batumi, serving as a vital platform for leading transport and logistics players and decision-makers in the Black Sea and Caspian regions. During the event held on May 14-15, industry experts and heads of major terminals discussed the development of the "Middle Corridor" and the resilience of transport arteries linking Europe and Asia.
—The conference sessions featured presentations by Marlen Tulegenov, General Director of Batumi Oil Terminal, and Ulan Tleugali, General Director of Batumi Sea Port.
—During the session dedicated to the transportation of oil and petroleum products, Marlen Tulegenov provided a detailed overview of current cargo flow trends in the Black Sea region and shared the strategic vision for the development of the Batumi Oil Terminal. He emphasized the terminal's fundamental role in the functioning of the regional energy hub. In turn, Ulan Tleugali focused on the port's capabilities as a key multimodal hub and the synergy achieved through coordination with the oil terminal, which ensures the optimization of international cargo turnover.
—The forum agenda covered priority topics such as the efficiency of petroleum product transportation, container market analysis, and maximizing the transit potential of Caspian Basin countries. Throughout the discussions, the importance of the Batumi Oil Terminal and Port as reliable partners in the international logistics chain was particularly noted.
—In the final stage of the conference, delegates took part in a technical visit to the facilities of the Batumi Oil Terminal and the high-tech capacities of the Batumi Sea Port, including the mineral fertilizer terminal of the "Wondernet Express Investment Group." This visit allowed guests to gain on-site insights into the operational capacities and infrastructure standards of the terminal and port, which fully meet the requirements of 21st-century global trade.
—The Batumi Oil Terminal and Batumi Sea Port continue to position themselves as facilitators of regional cooperation and guarantors of strengthening Georgia's transit function.