18/05/2026
მიმდინარე წლის 14-15 მაისს, ქ. ბათუმში, საერთაშორისო მედია კომპანია Argus-ის ორგანიზებითა და Wondernet-ის თანამასპინძლობით გაიმართა შავი და კასპიის ზღვების ტერმინალებისა და ლოგისტიკის საერთაშორისო კონფერენცია.
ღონისძიებას დაესწრო 200-ზე მეტი დელეგატი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ასევე ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რაც კონფერენციის მაღალ საერთაშორისო წარმომადგენლობას უსვამს ხაზს.
კონფერენციის პირველ დღეს დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა Wondernet-ის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მურჯიკნელმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა კომპანიის საქმიანობის, სტრატეგიული მიმართულებებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.
კონფერენციის მეორე დღეს Wondernet-მა დელეგატებს ტერმინალის ტერიტორიაზე უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ტერმინალის ინფრასტრუქტურას, ოპერაციულ პროცესებსა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.
-
On May 14-15, 2026, the Black Sea and Caspian Key Terminals and Logistics Conference was held in Batumi, organized by the international media company Argus and co-hosted by Wondernet.
More than 200 delegates attended the event from Georgia, Azerbaijan, Turkey, Russia, as well as countries from Europe, Central Asia, and the Middle East, highlighting the strong international representation of the conference.
On the first day of the conference, the General Director & CEO of Wondernet, Mamuka Murjikneli addressed the audience, who provided a comprehensive overview of the company’s operations, strategic priorities, and development prospects.
On the second day, Wondernet hosted the delegates at the terminal site. As part of the visit, participants had the opportunity to explore the terminal’s infrastructure, operational processes, and technical capabilities firsthand.