13/02/2026
🏅 12 თებერვალს, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით გამართულ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ცერემონიაზე, კომპანია ტრანსფორდი გახდა გამარჯვებული კატეგორიაში — „წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი“.
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ღონისძიება 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ტრანსფორდი აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ბიზნეს სექტორთან, მხარს უჭერს დასაქმების ხელშეწყობას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ქმნის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს.
მადლობა ჩვენს პარტნიორებსა და თანამოაზრეებს თანამშრომლობისთვის!
#ათასწლეულისგამოწვევისფონდი #პროფესიულიგანათლება #ეროვნულიჯილდო