15/09/2023
საბაჟო ტერმინალი ფოთში
1997-2023
მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი განახლებული და გაუმჯობესებული ტერმინალი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ფოთში და შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება საბაჟო ლოგისტიკისა და ტვირთების შენახვა-გადაზიდვის სფეროში.
ჩვენი უპირატესობები:
მაქსიმალური ეფექტურობა: ჩვენ განვახორციელეთ ტერმინალის მატერიალურ-ტექნიკური გაუმჯობესება და ეფექტურად მუშაობისთვის გადავამზადეთ პერსონალი.
24 საათიანი ხელმისაწვდომობა: ტერმინალი 24 საათიან სამუშაო რეჟიმშია და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე უზრუნველვყოფს სწრაფ და უსაფრთხო მომსახურეობას.
სარკინიგზო ტვირთის გადაზიდვა: ახალგარემონტებული რკინიგზის ხაზის ორი შტოთი ტერმინალი უკვე სრულიად მზად არის სარკინიგზო ტვირთების უსაფრთხოდ მისაღებად და დასამუშავებლად.
მომსახურეობის ფართო სპექტრი:
- ყველა სახის კონტეინერების დატვირთვა-გადმოტვირთვა და შენახვა;
- პირდაპირი ტრანსფერი ვაგონიდან კონტეინერზე/სატრანსპორტო საშუალებაზე ან პირიქით;
- გადატვირთვა ვაგონიდან კონტეინერზე/სატრანსპორტო
საშუალებაზე ან პირიქით დახურული საწყობის გავლით.
სასაწყობო გადაწყვეტილებები:
- ახლად აშენებული 5000 კვ.მ. პლატფორმა უზრუნველყოფს ტვირთების სარკინიგზო ვაგონიდან კონტეინერში პირდაპირ გადატვირთვას და პირიქით;
- 1000 კვ.მ. დახურული საწყობი.
ტერმინალი აღჭურვილია: 55-65 ტონა ტვირთამწეობის მქონე პორტალური (ჯოჯგინა) ამწეთი.
ჩვენი პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ მაღალი დონის მომსახურეობას და თქვენი
საჭიროებების მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას.
აირჩიეთ ტერმინალი „არაგვი“,
აქ თქვენი ტვირთი მზრუნველ ხელშია!
დაგვიკავშირდით დღესვე, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი სერვისებისა და თანამშრომლობის
შესაძლებლობების შესახებ.
ელ.ფოსტა: [email protected]
ვებსაიტი: www.aragviltd.com
მობილური: +995598122138
მობილური: +995579470881
მობილური: +79032151122
მისამართი: საქართველო ქ. ფოთი, ფალიაშვილის 20