Our Story
GETIT.GE წარმოადგენს გადამზიდავი კომპანია შპს „გლობალ ტრანსპორტერის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს, რომლის მეშვეობითაც ადვილად შეძლებთ სასურველი ნივთის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შეძენას და საქართველოში ტრანსპორტირებას.
ჩვენ გთავაზობთ, დახვეწილ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას:
• ავტორიზებული მისამართები ამერიკა, ინგლისსა და დუბაიში - ჩვენს საიტზე რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად იღებთ ინდივიდუალურ საფოსტო მისამართს ამერიკა, ინგლისსა და დუბაიში ონლაინ მაღაზიებში მისათითებლად.
• ამანათების გადაფუთვა - ამანათების გადაფუთვა ხორციელდება მისი მოცულობითი წონის მაქსიმალურად შესამცირებლად.
• თქვენ იხდით მხოლოდ ფიზიკური და არა მოცულობითი წონის საფასურს, რაც საგრძნობლად დაზოგავს თქვენს სახსრებს. *არასტანდარტული / არაგაბარიტული ტვირთის ან/და ამანთების ტრანსპორტირების პირობების დასაზუსტებლად, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ
• უფასო კონსულტაციები - Online Shopping -თან და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით კვალიფიციურ და ამომწურავი ინფორმაცია.
• Online Shopping-ი - თუ ვერ ახერხებთ სასურველი ნივთის დამოუკიდებლად შეძენას, online მაღაზია ითხოვს გადახდის განსხვავებულ ფორმებს (მაგ.Pay Pal ) ან არ იღებს ქართულ პლასტიკურ ბარათს, შეგიძლიათ სასურველი ნივთის ჩვენი ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორების დახმარებით შეძენა!
• ტრანსპორტირების მოკლე ვადები - ამანათის საქართველოში ტრანსპორტირების საშუალო ვადა 5 დან -7 დღემდე მერყეობს. რეისები სრულდება ყოველკვირეულად.
• 1 კილოგრამი ამანათის ამერიკიდან და ინგლისიდან საქართველოში
ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 7$ ექვივალენტს ლარში.
1 კილოგრამი ამანათის დუბაიდან საქართველოში ტრანსპორტირების საფასური
შეადგენს 8$ ექვივალენტს ლარში.
1 კილოგრამი ამანათის ჩინეთიდან საქართველოში ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 8$ ექვივალენტს ლარში.
• ტრანსპორტირების საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათით (Visa, MasterCard) და TBC Pay და OPPA-ს აპარატებით!
ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად, ხარისხიანად და საიმედოდ უზრუნველვყოთ თქვენი ნივთის ტრანსპორტირება თქვენთვის სასურველ ადგილამდე.
ჩვენს პარტნიორ, ავტორიზებულ ავიაგადამზიდავ ოპერატორებთან ერთად დაგროვილი გამოცდილება, საშუალებას გვაძლევს მომსახურების განსაკუთრებული პირობები შემოგთავაზოთ.
ჩვენი მიზანია კლიენტთა ფართო წრეს შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურების პირობები.
ჩვენი კომპანიის მომსახურების სტრატეგიას წარმოადგენს მომხმარებლის მაქსიმალურად ფართო წრისთვის ( როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისათვის) ავიატრანსპორტირების საუკეთესო პირობების შევთავაზება.
ვისწრაფვით რა ჩვენი კლიენტების კომპლექსური მომსახურებისაკენ, მუდმივად ვანვითარებთ ჩვენი მომსახურების ხარისხს.
ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ რათა გავამართლოთ თქვენი არჩევანი.
მადლობას გიხდით ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის!
პატივისცემით,
GETIT.GE
შპს ”გლობალ ტრანსპორტერი”
მისამართი: ქ.თბილისი,ნუცუბიძის ქ. # 23
ტელ.: (+995 32) 2-251-351
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.getit.ge