Dark Eyes • Visual Culture

  • Home
  • Dark Eyes • Visual Culture

Dark Eyes • Visual Culture შემოქმედებითი სააგენტო და ვიზუალური კულტურის დამოუკიდებელი მოძრაობა.

01/04/2026

კინო ჟურნალი და ვიზუალური ხელოვნების პლატფორმა! 👇

ვაერთიანებთ ვიზუალური ხელოვნების არტისტებს!

https://darkeyes.ge/

იხილეთ რეცენზია “INTUS ET IN CUTE​ - ᲩᲔᲛᲨᲘ ᲓᲐ ჩემზე”ავტორი - მარიამ შერგელაშვილიჟურნალი “კინოს თვალი”Dark Eyes პლატფორმა...
23/03/2026

იხილეთ რეცენზია “INTUS ET IN CUTE​ - ᲩᲔᲛᲨᲘ ᲓᲐ ჩემზე”

ავტორი - მარიამ შერგელაშვილი

ჟურნალი “კინოს თვალი”
Dark Eyes პლატფორმაზე👇

Mariam Shergelashvili
#კინოსტატიები

​​მარიამ შერგელაშვილი​

იხილეთ - "შემთხვევა და წარმოსახვა "სტატია " DARK EYES" -ის შესახებავტორი - ვასო დოღონაძეჟურნალი “კინოს თვალი”Dark Eyes პ...
17/03/2026

იხილეთ - "შემთხვევა და წარმოსახვა "

სტატია " DARK EYES" -ის შესახებ

ავტორი - ვასო დოღონაძე

ჟურნალი “კინოს თვალი”
Dark Eyes პლატფორმაზე,👇

#კინოსტატიები

ვასო დოღონაძე

წაიკითხეთ  - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ კინოს“ფილმ „ანორაზე“ დაწერილი რეცენზიაავტორი -  საბა მახარაშვილიჟურნალი “კინოს თვალ...
17/03/2026

წაიკითხეთ - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ კინოს“

ფილმ „ანორაზე“ დაწერილი რეცენზია

ავტორი - საბა მახარაშვილი

ჟურნალი “კინოს თვალი”
Dark Eyes პლატფორმაზე,👇

Sebastian-Adelmo Von Makharsteig

#კინოსტატიები

საბა მახარაშვილი

წაიკითხეთ - „ფილოსოფია და ფილმები“ავტორი - ბაქარ ქავთარაძეჟურნალი “კინოს თვალი”Dark Eyes პლატფორმაზე 👇   #კინოსტატიები
16/03/2026

წაიკითხეთ - „ფილოსოფია და ფილმები“

ავტორი - ბაქარ ქავთარაძე

ჟურნალი “კინოს თვალი”
Dark Eyes პლატფორმაზე 👇

#კინოსტატიები

ბაქარ ქავთარაძე

წაიკითხეთ - „ვალოდია წულაძის გახსენება“ავტორი - მარინე მარამიძეპერსონა / ბიოგრაფიული პორტრეტიჟურნალი  „კინოს თვალი“Dark ...
15/03/2026

წაიკითხეთ - „ვალოდია წულაძის გახსენება“

ავტორი - მარინე მარამიძე

პერსონა / ბიოგრაფიული პორტრეტი

ჟურნალი „კინოს თვალი“
Dark Eyes პლატფორმაზე 👇

#კინოსტატიები

მარინე ბარამიძე

Dark Eyes აგრძელებს განვითარებას და ახლა უკვე ვიზუალური ხელოვნების უფრო ფართო პლატფორმად ჩამოყალიბდა.პლატფორმის ფარგლებშ...
08/03/2026

Dark Eyes აგრძელებს განვითარებას და ახლა უკვე ვიზუალური ხელოვნების უფრო ფართო პლატფორმად ჩამოყალიბდა.

პლატფორმის ფარგლებში გაიმართება კინოსეანსები და გამოიცემა ციფრული ჟურნალი “კინოს თვალი“, რომელიც მიეძღვნება კინოსა და ზოგადად ვიზუალური ხელოვნების ენას, მის ანალიზსა და კვლევას.
პირველი ნომრისთვის უკვე მივიღეთ საინტერესო სტატიები და გვინდა მადლობა გადავუხადოთ ავტორებს, პროექტში თანამონაწილეობაში.
✦ ბაქარ ქავთარაძე
✦ საბა მახარაშვილი
✦ მარიამ შერგელაშვილი
✦ მარინე ბარამიძე

ამასთან, ფოტოგრაფია წარმოადგენს პლატფორმის დამოუკიდებელ მიმართულებას - ცალკე სივრცეს ფოტოგრაფიული ნამუშევრებისა და ვიზუალური პროექტებისთვის.
მადლობა Dark Eyes - ის ყველა წევრს, ამ სივრცის შექმნაში საკუთარი წვლილისათვის. Dark Eyes მიზნად ისახავს გახდეს ადგილი, სადაც ვიზუალური კულტურა არა მხოლოდ ნაჩვენები, არამედ გააზრებულიც იქნება.

პლატფორმის სანახავად ეწვიეთ:
🔗 https://darkeyes.ge

ტენშო შუბუნი - ოთხი სეზონის ლანდშაფტი (15 ს.)სეზონები ერთმანეთს არ ცვლიან, არამედ თანაარსებობენ: ზამთარი უკვე შეიცავს გა...
01/02/2026

ტენშო შუბუნი - ოთხი სეზონის ლანდშაფტი (15 ს.)

სეზონები ერთმანეთს არ ცვლიან, არამედ თანაარსებობენ: ზამთარი უკვე შეიცავს გაზაფხულს, ზაფხული - შემოდგომის სიჩუმეს. სივრცე ცარიელი კი არაა, არამედ სავსეა პაუზით. მელნის მინიმალური შეხება ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანი აღარ დგას ცენტრში - ის ლანდშაფტში იკარგება.

შუბუნთან (ან მის ტრადიციაში) ბუნება არ არის სანახაობა; ის არის მედიტაცია.

#ერთიკადრი
#ვიზუალურიჩანაწერი
#ხელოვნება #მხატვრობა

პიერ ოგიუსტ რენუარი - “ცეკვა მულენ დე ლაგეტში” (1876)“მულენ დე ლა გალეტი“ იმპრესიონიზმის მანიფესტია არა თეორიულად, არამე...
01/02/2026

პიერ ოგიუსტ რენუარი - “ცეკვა მულენ დე ლაგეტში” (1876)

“მულენ დე ლა გალეტი“ იმპრესიონიზმის მანიფესტია არა თეორიულად, არამედ ემოციურად:
ხელოვნება როგორც წამი, როგორც სინათლისა და ადამიანური სიახლოვის ზეიმი.
არა დიდებულება - არამედ სიცოცხლე, აქ და ახლა. რენუარის მხატვრობა, რომელიც თითქმის ყოველთვის სიცოცხლის ზეიმია.

#ვიზუალურიჩანაწერი
#ხელოვნება #მხატვრობა

ჟორჟ სერა - კვირა დღე გრან ჟატის კუნძულზე (1886)პუანტილიზმის შედევრი - ყოველი ფერი დამოუკიდებლად, პატარა წერტილებადაა მო...
31/01/2026

ჟორჟ სერა - კვირა დღე გრან ჟატის კუნძულზე (1886)

პუანტილიზმის შედევრი - ყოველი ფერი დამოუკიდებლად, პატარა წერტილებადაა მოთავსებული, მაგრამ ერთიანობაში ქმნის მკაფიო, სიცოცხლით სავსე სურათს.

#ვიზუალურიჩანაწერი
#ხელოვნება #მხატვრობა

მაჯიდ მაჯიდი — The Color of Paradise (1999)ბიჭი ბრმაა, მაგრამ სამყაროს ფერებს ხელებით კითხულობს.მამა ხედავს, მაგრამ ვერ ...
17/01/2026

მაჯიდ მაჯიდი — The Color of Paradise (1999)

ბიჭი ბრმაა, მაგრამ სამყაროს ფერებს ხელებით კითხულობს.
მამა ხედავს, მაგრამ ვერ ამჩნევს.

ტყე სუნთქავს, მიწა ლოცვას ჰგავს, ცხენი მშვიდად მიატარებს ბავშვს - თითქოს ბუნება თავად უხსნის გზას.
და ამ კადრში ჩუმად ითქმის მთავარი:

სინათლე ყოველთვის თვალით არ ჩანს და ღმერთიც ზოგჯერ ხელისგულში იმალება.

#ერთიკადრი
#ვიზუალურიჩანაწერი
#ხელოვნება #კინო

ერთ სივრცეში - ნგრევა.ჩამოფხეკილი კედლები, მტვერი, დროისგან დაღლილი სივრცე.იგივე სივრცეში - სილამაზე.გლუვი ზედაპირი, ნათ...
16/01/2026

ერთ სივრცეში - ნგრევა.
ჩამოფხეკილი კედლები, მტვერი, დროისგან დაღლილი სივრცე.
იგივე სივრცეში - სილამაზე.
გლუვი ზედაპირი, ნათელი ფერები, წესრიგის ილუზია.

ისინი ერთად არსებობენ.
ერთად სუნთქავენ ერთსა და იმავე ჰაერს.
მაგრამ ერთმანეთს არ უყურებენ.

დაუცველი რეალობა აქ არ არის შორს - ის გვერდით დგას.
და მაინც, სილამაზეს არ აინტერესებს, რა ხდება მის საზღვრებს მიღმა.
თითქოს თვალს ხუჭავს იმაზე, რაც მისივე ფონშია ჩაწერილი.

ეს კადრი გვიჩვენებს ცხოვრების პარადოქსს:
ანტონიმები თანაარსებობენ,
მაგრამ თანაარსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დანახვას.

ფოტოგრაფი - ლუკა ბაღდავაძე
ფოტო აღწერა - ვასო დოღონაძე


#ვიზუალურიჩანაწერი

Address


Telephone

+995557891100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dark Eyes • Visual Culture posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Dark Eyes • Visual Culture:

  • Want your business to be the top-listed Transport Service?

Share