24/01/2021
აფრიკა��! მზე��! ოკეანე�� და საოცარი განწყობა თქვენ გელოდებათ��!
ვიცით, რომ ყველას მოგენატრათ მოგზაურობა და სილაღით სავსე დღეები❤️, ამიტომ, საუკეთესო წინადადებით ვიწყებთ თქვენთან ხელახალ თანამშრომლობას��!
საოცნებო მოგზაურობა ინდოეთის ოკეანის თეთრ ქვიშიან სანაპიროზე და ჯადოსნური საფარის დღეები��.
ჩვენთან ერთ ტურში თქვენ შეძლებთ ნუნგვის, პაჟეს, ქენდვას და ჯამბიანის საუკეთესო სანაპიროებზე დაისვენოთ, დაათვალიეროთ სთოუნ თაუნი, კუნძულის დედაქალაქის ძველი ნაწილი, ადგილი, სადაც ფრედი მერკური იზრდებოდა. გადაფრინდეთ ტანზანიის მთავარ მიწაზე და მსოფლიოში საუკეთესო სერენგეტის, ენგორენგოროს და მანიარას ნაციონალური პარკები თქვენი ემოციებით, საკუთარ თავზე შეიგრძნოთ! იცხოვროთ ერთი დღე მასაის ტომთან ერთად და ნახოთ მათი ყოველდღიური ყოფა❤️.
მაშ ასე, ვიწყებთ��! თებერვალში დაგვემგზავრეთ! ჩვენ ყველა რეგულაციის დაცვით, უსაფთხოდ ჩაგიყვანთ ტანზანიაში - აფრიკის მიწაზე��.
�� ხანგრძლივი ფრენით დაქანცულებს, აეროპორტში მსოფლიოში ყველაზე მხიარული გიდი დაგვხვდება, იმ წუთიდან თქვენ ისწავლით ორ ყველაზე საჭირო სიტყვას: Jambo და Hakuna matata! გეზი პირდაპირ ნუნგვეს სანაპიროსკენ გვიჭირავს. ამ დღეს სრულად ვისვენებთ ოკეანეზე და თავდავიწყებით ვეშვებით კულინარიულ სამოთხეში.
�� მეორე დღე: სურვილის შემთხვევაში, ექსკურსია ადგილობრივ მხატვრებთან, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი უნიკალური ხელწერით, ან უბრალოდ დაისვენეთ სანაპიროზე. მომდევნო დღიდან ხომ, დიდი თავგადასავლები გველის თითოეულს.
�� საუზმის და ცოტაოდენი მზის აბაზანების შემდეგ, გამგზავრება აეროპორტის მიმართულებით. ნაწილ ბარგს ვტოვებთ კუნძულზე, საიმედო ხელში. მსუბუქად, ხელ - ბარგით, მზისგან დამცავი საცხით და მწერების საწინააღმდეგო სითხით შეიარაღებულები გავფრინდებით ტანზანიის მთავარ მიწაზე. ეს იქნება გადაფრენა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ: პატარა თვითმფრინავი✈️, სადაც კაპიტნის კაბინა ცალკე არ არის გამოყოფილი, მთელი გზა უწყვეტი ინტერაქტივი მფრინავთან და ბევრი საინტერესო ამბის მოსმენა. თუ გაგვიმართლა და მაღალი ხილვადობა იქნა, ილუმინატორიდან დავინახავთ დიდებულ კილიმანჯაროს მთას⛰. დავბინავდებით ქალაქ არუშაში. საღამოს გვექნება საფეხმავლო ტური აფრიკულ ქალაქში.
მომდევნო დღე არასდროს დაგავიწყდებათ!
�� ალბათ, ბევრს გიტირიათ სიმბას გამო, დღეს კი თქვენ პირისპირ შეხვდებით მეფე ლომს��. ტბა მანიარას ნაკრძალი - ადგილი, სადაც სულხან-საბა ორბელიანის იგავს აქარწყლებენ ლომები. თქვენი თვალით, სულ რაღაც ოთხი მეტრის დაშორებით, იხილავთ ხეზე მცოცავ ლომებს. მათ ცოცვის ამბავს დიდი გეოგრაფიული ისტორია აქვს და ამას ჩვენი გიდი ადგილზე გიამბობთ. მანიარას შემდეგ, გეზს ენგორენგორენის ნაციონალური პარკისკენ ავიღებთ. ეს არის საოცარი ადგილი, სადაც ყველაზე მრავალფეროვანი გარეული ცხოველების ჯოგები იყრის თავს. კენიიდან ტანზანიაში და უკან მიგრაციისას, ნადირმა უნდა გაიაროს ეს მიდამოები. პირობას გაძლევთ, ძალიან ბევრ შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ კადრებს წამოიღებთ, ვინც დაგვემგზავრებით.
�� გამთენიისას, სერენგეტის ნაციონალური პარკისკენ დავიძვრებით. სერენგეტი ადგილობრივების ენაზე ნიშნავს თვალუწვდენელ მიწას. იქაურობა მართლაც არასდროს მთავრდება. ეს არის გნუების ბუნებრივი სამშობიარო არეალი, რომლებიც კენიიდან და ახლომდებარე ქვეყნებიდან სამშობიაროდ ჩამოდიან. მათ თვეებით შეუძლიათ დააჩქარონ, ან პირიქით დააგვიანონ მშობიარობა და ყოველთვის ერთად, ჯოგებად მშობიარობენ. დიდია ალბათობა, ამ საოცარ მოვლენას დაემთხვეს ჩვენი ვიზიტიც. მთელ ამ დღეს სერენგეტის თავგადასავლებს დავუთმობთ, ღამესაც ნაკრძალში მდებარე სამოთხეში გავათენებთ. მთელი ღამე იარაღიანი ადგილობრივები დაგვიცავენ. ლოჯში ტკბილ სიზმრებს მხოლოდ ლომის, ან სხვა გარეული ცხოველის ბღავილი დაგიფრთხობთ����������������������������.
�� შემდეგი დღე მასაის ტომის ყოფის გათავისებას ეთმობა. ვესტუმრებით მათ უნიკალურ სოფელს, ვნახავთ, როგორ ცხოვრობენ, სწავლობენ, ეწევიან მეურნეობას. ვეწვევით სახლებში და მათთან ერთად მოვამზადებთ შუაცეცხლზე სადილს. ეს არის ტომი, რომელიც ბუნებრივ ჰარმონიაში ცხოვრობს გარეულ მტაცებლებთან. გპირდებით, მათი კეთილი სახეები არასდროს წაიშლება თქვენი მეხსიერებიდან. ამ დღეს დავბრუნდებით უკან, ზანზიბარის კუნძულზე. ღამეს გავათენებთ პაჟეს ულამაზესი სანაპიროს სასტუმროში, ოკეანის პირას.
�� გინახავთ, გამთენიას გაპარული ოკეანე და ეულად დარჩენილი უძრავი გემები? დილით პაჟეს სანაპიროზე ოკეანე შორს წასული დაგხვდებათ. დღის პირველი ნაწილი ოკეანის ფსკერზე ფეხით სეირნობას და ადგილობრივ წყლის ფერმერებთან ინტერაქტივს დავუთმობთ. მზე რომ ზენიტში ავა, ოკეანეც პირს იბრუნებს და ჩვენც ლურჯი საფარის ტურში წავალთ. კამკამა წყალი, ულამაზესი კუნძული, ზღვის პროდუქტების სამეფო სადილი, ათასგვარი ეგზოტიკური სასმელის, ხილის დეგუსტაცია და ბონუსად, ცისფერ ლაგუნაში ბანაობა - ეს თქვენი დღე იქნება����������������������!
�� დილიდან ზანზიბარის დედაქალაქის უძველეს უბანში სთოუნ თაუნში გავემგზავრებით. მცირე ექსკურსია ქალაქის გარშემო, და შემდეგ „ ფრიზონ აისლენდის“ ტური. ეს კუნძული ადრე აფრიკის კონტინენტის მთავარი ციხე ყოფილა, აქ იხდიდნენ სასჯელს უმძიმესი დანაშაულისთვის, გასული საუკუნიდან კუნძულზე ინგლისელმა მისიონერმა გიგანტური კუების მოშენება დაიწყო��, აქ მცხოვრები რეპტილიები ზოგი 140 წელზე მეტ ხანს ითვლის, გვექნება საშუალება მათთან პირისპირი ინტერაქტივის და უამრავ, საინტერესო ფოტო მასალას წამოვიღებთ კუნძულიდან.
�� ამ ტურის ბოლო დღე: გამთენიას არ უნდა დაიზაროთ და ღამის ბაზარს ესტუმროთ. შემდეგ უკვე, ფრედი მერკურის მუზეუმად ქცეული სახლის დათვალიერება შეგვიძლია. ამის შემდგომ, მოჩვენებების სასახლეს ვესტუმრებით და ბოლოსთვის მოვიტოვებთ უმძიმეს სანახაობას, მონების ბაზარს. ამ ადგილას უკვე კათოლიკური ეკლესიაა აშენებული, თუმცა იქაურობა ინახავს კაცობრიობის უმძიმეს დანაშაულის და ტრაგედიის ფოტო მასალას ....
ფასში შედის :
☑️ვიზა;
☑️ორმხრივ საერთაშორისო ავიაბილეთი;
☑️საფარის ტურისთვის ორმხრივ შიდა ავიაბილეთი;
☑️ყველა ნაციონალური პარკის შესასვლელ ბილეთები, რაც მოცემულია ტურის აღწერაში;
☑️ზანზიბარის კუნძულიდან ტურები;
☑️ინგლისურენოვანი გიდი;
☑️ქართულენოვანი გამყოლი;
☑️9 ღამე სასტუმროს საუზმით;
☑️საფარის ტურის დროს ბრონირებული ჯიპით გადაადგილება;
☑️ყველა ტრანსფერი ტანზანიის ტერიტორიაზე;
☑️ტურის დროს გათვალისწინებული ნავით გადაადგილება;
☑️საფარის ტურის განმავლობაში სამჯერადი კვება (2 სრული დღე);
* სამოგზაურო დაზღვევა;
ღირებულებაში არ შედის:
❌სადილი და ვახშამი (გამონაკლისია საფარის ტურის 2 დღის კვება);
❌ნებისმიერი პირადი ხარჯი, რაც არ არის ტურში შეყვანილი;
* კოვიდ 19 დადგენის შემთხვევაში, სამედიცინო ხარჯები და ცაკლე ტრანსპორტირება;
დამატებითი ინფორმაცია:
❗️მობილური ინტერნეტის ბარათი - 20 $
❗️კვება საშუალოდ 10-15 $ ერთ ადამიანზე
❗️წინასწარი ჯავშნის შემთხვევაში, შესაძლებელია პარაშუტით ხტომა, საიდანაც ზანზიბარის კუნძულის დაუვიწყარი ხედები გადაგეშლებათ 450 $ (ფრენის ხანგრძლივობა შვეულმფრენით აყვანიანად არის 1 საათი)
❗️წყალში ყვინთვა თევზაობით - 190 $
* სერენგეტის ნაციონალური პარკის თავზე საჰაერო ბურთით სეირნობა - 550$ (აუცილებელია წინასწარი ჯავშანი. ფრენა ხდება გამთენიის 5 საათზე, ხანგრძლივობა 1 საათი)
* გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
��აუცილებელია ყვითელი ცხელების აცრა და იმუნიზაციის საეთაშორისო პასპორტის ქონა. აცრა კეთდება იმუნოლოგიის ცენტრში და მისი ღირებულება შეადგენს 140 ლარს.
��ფრენისას სავალდებულოა პირბადის ტარება. მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ კვებისთვის გამოყოფილ დროს.
❌საქართველოს მოქალაქეს ტანზანიაში შესვლისას და უკან დაბრუნებისას არ სჭირდება პისიარ ტესტის აღება.
* უკან დაბრუნებული მოგზაური ექვევმდებარება თვითიზოლაციას (სახლში, სასტუმროში...)
შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტურის შეთავაზება, ფასის, ან ნებისმიერ სხვა დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად დაგვიკავშირდით:
☎️+995 555 24 73 73;