Travel Market

Travel Market ტურისტული სერვისები Travel Market & Tours-ისგან
ტურ პაკეტები • ავიაბილეთები • სამედიცინო ტურიზმი
Travel More. Change your life forever.

შპს ,,თრეველ მარკეტი“ ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს შემდეგი უტყუარი და სრული ინფორმაცია (თუ ეს ინფორმაცია თავისთავად ცხადი არ არის):

ა) მომსახურების დასახელების, მომსახურების შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა

ა.ა) დანიშნულების ადგილი მარშრუტისა და პერიოდის (თარიღების) მითითებით, ხოლო თუ პაკეტი მოიცავს განთავსების მომსახურ

ებას, − გასათევი ღამეების რაოდენობა;

ა.ბ) გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების მახასიათებლები და მათი კატეგორია, დანიშნულების ადგილი, გამგზავრებისა და დაბრუნების ადგილები, თარიღები და დრო, შუალედური გაჩერებების დრო და ადგილები. თუ გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღები ზუსტად დადგენილი არ არის, ტურისტს უნდა ეცნობოს მიახლოებითი თარიღები;

ა.გ) განთავსების საშუალების ადგილმდებარეობა, ძირითადი მახასიათებლები და კატეგორია დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად;

ა.დ) კვების განრიგი;

ა.ე) ვიზიტები, ექსკურსიები ან სხვა მომსახურებები, რომლებიც პაკეტის შეთანხმებულ ჯამურ ღირებულებაში შედის;

ა.ვ) ჯგუფის წევრების სავარაუდო რაოდენობა, თუ ტურისტული მომსახურება ტურისტს მიეწოდება, როგორც ჯგუფის წევრს;

ა.ზ) საკომუნიკაციო ენა, რომელზედაც ტურისტული მომსახურებები იქნება გაწეული;

ა.თ) ტურისტის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი საჭიროებების გათვალისწინებით, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა მოგზაურობა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;

ტუროპერატორის ან/და ტურისტული სააგენტოს (ტურაგენტის) სახელი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) პაკეტის ჯამური ღირებულების შესახებ, გადასახადებისა და ყველა სხვა დამატებითი ხარჯის ჩათვლით, ხოლო თუ ხელშეკრულების დადებისას აღნიშნული ხარჯების გონივრული გაანგარიშება წინასწარ შეუძლებელია, ტურისტს უნდა ეცნობოს იმის თაობაზე, რომ მას შეიძლება წარმოეშვას დამატებითი ხარჯების გაწევის ვალდებულება;

დ) გადახდის მეთოდების, მათ შორის, ნებისმიერი თანხის ან ღირებულების ნაწილის, რომელსაც ტურისტი წინასწარ იხდის, და დარჩენილი თანხის გადახდის, ან ტურისტის მიერ ფინანსური გარანტიების წარდგენის გრაფიკის შესახებ

ე)პაკეტის დასაწყებად საჭირო პირების მინიმალური რაოდენობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, პაკეტის დაწყებამდე რამდენი დღით ადრე შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულება

ვ) პასპორტთან ან/და ვიზასთან (მათ შორის, ვიზის მისაღებად საჭირო დროის შესახებ ინფორმაცია) და დანიშნულების ქვეყანაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნების თაობაზე;

ზ) ტურისტის უფლების შესახებ, პაკეტის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ;

თ) ნებაყოფლობითი ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რომელიც ფარავს ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეულ ხარჯებს ან ზიანის (ზარალის) ანაზღაურების ხარჯებს, მათ შორის, რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში;

ი) საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პირობებისა და წესის შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა სავალდებულო დაზღვევის თაობაზე, რომელიც მასზე გავრცელდება საქართველოში ყოფნის პერიოდში.


მოვაჭრის ვალდებულებები

შპს ,,თრეველ მარკეტი“ ვალდებულია მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.

მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. არათანაზომიერი ან შეუსაბამოდ დიდი ხარჯი განისაზღვრება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.

დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:

ა) მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს;

ბ) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება;

გ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა. . თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.


4. მხარეთა პასუხისმგებლობა

· თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.

· მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

შპს"თრეველ მარკეტი"
ს/კ 405104097
შროშის ქ.13
თბილისი ,საქართველო
[email protected]

🇹🇷 სტამბოლი — 750₾-დან!სად წახვალ ამაზე დაბალ ფასად? 👀ვერსად! 🔥📅 29 აგვისტო — 1 სექტემბერი⏳ 4 დღე / 3 ღამეფასში შედის:✈️...
11/08/2026

🇹🇷 სტამბოლი — 750₾-დან!
სად წახვალ ამაზე დაბალ ფასად? 👀
ვერსად! 🔥
📅 29 აგვისტო — 1 სექტემბერი
⏳ 4 დღე / 3 ღამე

ფასში შედის:
✈️ ორმხრივი ავიაბილეთი
🏨 სასტუმრო
🍳 საუზმე

🔥 ადგილები შეზღუდულია!
დაჯავშნე ახლავე — სტამბოლი გელოდება 🇹🇷❤️

📩 მოგვწერე ახლავე!მოგესალმებით, Mariam!

02/08/2026

პარიზი თუ სტამბოლი?
შენ რომელს ანიჭებ უპირატესობას ? 🪞🥀
#მოგზაურობა

🇨🇾 აია ნაპა — 940₾-დანდაგეგმე დასვენება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე — აია ნაპაში 🌊📅 მოგზაურობის პერიოდი: 15 სექტე...
21/07/2026

🇨🇾 აია ნაპა — 940₾-დან

დაგეგმე დასვენება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე — აია ნაპაში 🌊

📅 მოგზაურობის პერიოდი: 15 სექტემბერი –18 სექტემბერი

•Fedrania Hotel — 940₾
https://www.booking.com/hotel/cy/fedrania-garden.html

• Euronapa Hotel — 1055₾
https://www.booking.com/hotel/cy/anthea.html

•The Freij Resort by Marissol— 1070₾
https://www.booking.com/hotel/cy/freij-deluxe.htm
———

✔️ ფასი მოიცავს:
🛫 ავიაბილეთი ქუთაისი – ლარნაკა – ქუთაისი
🏨 სასტუმროში განთავსება
🍽 კვება BB — დილის საუზმე
💼 ხელბარგი 40×30×20 სმ
🛡 სამოგზაურო დაზღვევა

📌 ფასები დინამიურია
💵 ანგარიშსწორება მიმდინარეობს იმ დღის კურსით ლარში

📲 დამატებითი დეტალებისთვის:
📞 +995 555 34 09 09
📧 [email protected]
🌐 www.travelmarket.com.ge

20/07/2026

📅 08–12 დეკემბერი
💰 პირველი 6 ადამიანი ისარგებლებს სპეციალური ფასით — 1750 ლარიდან 🔥

არ გადადო ოცნების მოგზაურობა — დაჯავშნე წინასწარ საუკეთესო პირობებით.

დეკემბერი პარიზში — წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდია!
ისიამოვნე საახალწლო განწყობით, ლამაზად მორთული ქუჩებით და ცნობილი გალერეა ლაფაეტის ზღაპრული ნაძვის ხით ✨❤️

🇫🇷 პარიზი 📅 08–12 დეკემბერი💰 პირველი 6 ადამიანი ისარგებლებს სპეციალური ფასით — 1750 ლარიდან 🔥არ გადადო ოცნების მოგზაურობ...
19/07/2026

🇫🇷 პარიზი

📅 08–12 დეკემბერი
💰 პირველი 6 ადამიანი ისარგებლებს სპეციალური ფასით — 1750 ლარიდან 🔥

არ გადადო ოცნების მოგზაურობა — დაჯავშნე წინასწარ საუკეთესო პირობებით.

🎄 დეკემბერი პარიზში — წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდია!
ისიამოვნე საახალწლო განწყობით, ლამაზად მორთული ქუჩებით და ცნობილი გალერეა ლაფაეტის ზღაპრული ნაძვის ხით ✨❤️

🗼 ეიფელის კოშკი, შანზ-ელიზე, ლუვრი და დაუვიწყარი ფრანგული თავგადასავალი გელოდება 🇫🇷

⏳ ადგილები შეზღუდულია!
📩 მოგვწერე ახლავე და დაჯავშნე შენი ადგილი პარიზის საახალწლო ტურზე.

🇫🇷 რომი— 900₾-დან!დაჯავშნე ტური წინასწარ და მოემზადე საოცარი დღეებისთვის ზღაპრულ რომში ❤️📅 მგზავრობის პერიოდი: 27-30 ნოე...
19/07/2026

🇫🇷 რომი— 900₾-დან!
დაჯავშნე ტური წინასწარ და მოემზადე საოცარი დღეებისთვის ზღაპრულ რომში ❤️

📅 მგზავრობის პერიოდი: 27-30 ნოემბერი

🏨 სასტუმროების ვარიანტები:

Hotel Tempio di Pallade— 900₾
🔗https://www.booking.com/hotel/fr/hotelarcantisfrochot.html

Hotel Villafranca — 987₾
🔗https://www.booking.com/hotel/it/best-western-villafranca.html

Hotel Floridia— 1005₾
🔗https://www.booking.com/hotel/it/floridia.html

Hotel Milani Rome— 1051₾
🔗https://www.booking.com/hotel/it/milani.html

💰 ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე, ორადგილიან ნომერში.

🎒 ღირებულებაში შედის:
🛫 ავიაბილეთი: ქუთაისი – რომი – ქუთაისი
🏩 სასტუმროში განთავსება
🍳 საუზმე (BB)
💼 ხელბარგი: 40/30/20 სმ
🛡️ სამოგზაურო დაზღვევა

ℹ️ ფასები დინამიურია
💱 ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, იმ დღის კურსით

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის:
📱 +995 555 34 09 09
💌 [email protected]

🌐 www.travelmarket.com.ge

17/07/2026

🇫🇷 პარიზის ჯგუფური ტურები უკვე დაიგეგმა! ✨

არ გადადო ოცნების მოგზაურობა — დაჯავშნე წინასწარ საუკეთესო ფასად.

📅 07–11 სექტემბერი
📅 27–31 ოქტომბერი
📅 08–12 დეკემბერი

🗼 ეიფელის კოშკი, შანზ-ელიზე, ლუვრი და დაუვიწყარი ემოციები გელოდება.

⏳ ადგილები შეზღუდულია!
📩 მოგვწერე ახლავე და დაჯავშნე შენი ადგილი.

#მოგზაურობა

🌴 იბიცა — 3350₾-დანზაფხულის ყველაზე ენერგიული მიმართულება გელოდება! ☀️🌊ოქროსფერი პლაჟები, ულამაზესი მზის ჩასვლები და დაუ...
12/07/2026

🌴 იბიცა — 3350₾-დან

ზაფხულის ყველაზე ენერგიული მიმართულება გელოდება! ☀️🌊
ოქროსფერი პლაჟები, ულამაზესი მზის ჩასვლები და დაუვიწყარი დასვენება ერთ მოგზაურობაში.

📅 მოგზაურობის პერიოდი: 19–24 აგვისტო
🌙 5 ღამე / 6 დღე

🏨 სასტუმროები და ფასები:

• Osiris Ibiza — 3350₾
https://www.booking.com/hotel/es/osirisibiza.html

• THB Naeco Ibiza (Adults Only) — 3803₾
https://www.booking.com/hotel/es/thb-naeco.html

• NYX Hotel Ibiza – Adults Only — 3908₾
https://www.booking.com/hotel/es/hawaii-ibiza.html

• Bonito Ibiza — 5153₾
https://www.booking.com/hotel/es/bonito-resort-ibiza.html

✈️ ავიაბილეთს თბილისიდან
🏨 სასტუმროში განთავსებას
🍽️ დილის საუზმეს
🧳 8 კგ ხელბარგს
🛡️ სამოგზაურო დაზღვევას

⏳ აგვისტო ყველაზე მოთხოვნადი პერიოდია — ადგილები და ფასები სწრაფად იცვლება!

📩 მოგვწერე პირადში და დაჯავშნე შენი ზაფხული იბიცაზე! 🌊☀️

🇫🇷 პარიზის ჯგუფური ტურები უკვე დაიგეგმა! ✨არ გადადო ოცნების მოგზაურობა — დაჯავშნე წინასწარ საუკეთესო ფასად.📅 07–11 სექტე...
12/07/2026

🇫🇷 პარიზის ჯგუფური ტურები უკვე დაიგეგმა! ✨

არ გადადო ოცნების მოგზაურობა — დაჯავშნე წინასწარ საუკეთესო ფასად.

📅 07–11 სექტემბერი 2060 ლარიდან
📅 27–31 ოქტომბერი 1950 ლარიდან
📅 08–12 დეკემბერი1750 ლარიდან

🗼 ეიფელის კოშკი, შანზ-ელიზე, ლუვრი და დაუვიწყარი ემოციები გელოდება.

⏳ ადგილები შეზღუდულია!
📩 მოგვწერე ახლავე და დაჯავშნე შენი ადგილი.

Address

V. Barnova Str 8
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00
Saturday 11:00 - 19:00

Telephone

+995555340909

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Travel Market posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category