Link Logistic

Link Logistic Freight Forwarding Company

თითქმის ორი თვეა, საერთაშორისო ვაჭრობა დიდი გამოწვევის წინაშეა. გემების გადაადგილება შეიზღუდა წითელ ზღვაში, რომელიც სუეც...
31/01/2024

თითქმის ორი თვეა, საერთაშორისო ვაჭრობა დიდი გამოწვევის წინაშეა. გემების გადაადგილება შეიზღუდა წითელ ზღვაში, რომელიც სუეცის არხის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. ჰუსითების თავდასმების გამო, წამყვანმა საზღვაო ხაზებმა უფრო უსაფრთხო მარშრუტი აირჩიეს და აზიიდან გამოსული გემები სუეცის არხის გავლის ნაცვლად, გიბრალტარის სრუტით შედიან ხმელთაშუა ზღვაში. მარშრუტის ცვლილებამ გამოიწვია დამატებით ხარჯები როგორიცაა:
საწვავის ხარჯი
გემის ეკიპაჟის ხელფასები და სხვა ხარჯები
„შემოვლითი“ მარშრუტის გამო გაიზარდა აზიიდან მომავალი საკონტეინერო ტვირთების ტარიფები.
მიმდინარე ტარიფების გადასამოწმებლად, გთხოვთ მოგვწეროთ პირადი შეტყობინება ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე/ელ ფოსტაზე + 995 32 2306848 +995 593 336844 [email protected]

30/06/2023

E60 SHIPPING LINE–ის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ ფოთიდან კონსტანცაში აღნიშნული ბორანი 30 ივნისს გაემგზავ....

!!
27/06/2022

!!

#განცხადება საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“, საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით წყვეტს მუშაობას

🔈 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინერეებმა (,,თერგი“ და ,,დევდორაკი“) დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებასა და მედია საშუალებებს მიმდინარე მოვლენების შესახებ.

#ფინანსთასამინისტრო
#შემოსავლებისსამსახური
#საბაჟოდეპარტამენტი

23/04/2022

#განცხადება
🔈 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან მიმართებაში, განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე, დაწესდეს გარკვეული სახის შეზღუდვები. მკაცრი სანქციები, აგრეთვე დაუწესდათ რუსეთსა და ბელარუსში მოქმედ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს. ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, კონტროლდება ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ.

აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი (რეექსპორტისას აგრეთვე კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირები და კომპანიები). განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და ბელარუსში ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა.

ამასთან აღსანიშანივია, რომ მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ საქართველოს გავლით საქონლის ტრანზიტისას, განსაკუთრებით გამკაცრებულია საბაჟო კონტროლი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაადგილებაზე (ისევე როგორც სხვა სანქცირებულ პროდუქციაზე). ტვირთის ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა სანქცირებულ ფიზიკურ პირებს და კომპანიებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებას მოახდენს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

#ფინანსთასამინისტრო
#შემოსავლებისსამსახური

გილოცავთ შობა- ახალ წელს !Merry Christmas and happy new year!
29/12/2021

გილოცავთ შობა- ახალ წელს !
Merry Christmas and happy new year!

საცობი ყველანაირი გვინახავს, მაგრამ ასეთი, ჯერ არა ! გემის გაჭედვის გამო, სუეცის არხში მოძრაობა შეუძლებელია.
26/03/2021

საცობი ყველანაირი გვინახავს, მაგრამ ასეთი, ჯერ არა ! გემის გაჭედვის გამო, სუეცის არხში მოძრაობა შეუძლებელია.

The Suez Canal has been blocked by a giant container ship after a gust of wind blew it off course, causing it to run aground. The MV Ever Given, a Panama-fla...

23/06/2020

#ვაკანსია სატრანსპორტო კომპანია ლინქ ლოჯისთიქ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების (საჰაერო, საზღვაო, სამანქანო) მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
• მოლაპარაკებების წარმოება დამკვეთებთან
• შეკვეთების მიღება, სათანადო საბუთების მომზადება, ტვირთის კონტროლი დატვირთვის მომენტიდან დამკვეთისთვის მის ჩაბარებამდე.
• ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება
• ანგარიშის მომზადება (კვირის,თვის კვარტალური, წლის)

აუცილებელი მოთხოვნები:

• ასაკი: 23-45 წლამდე;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
• უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკის განხრით)
• საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა(სასურველია თურქულის სასაუბრო დონეზე ფლობა)

პიროვნული თვისებები:

• პუნქტუალობა
• მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
• დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• პრობლემების აღმოჩენის და დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი
• მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
სამუშაო გრაფიკი: სრული
სახელფასო შეთავაზება - კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე, მხოლოდ აღნიშნული კვალიფიკაციის მქონე პირებმა, გაუფრთხილდით ჩვენ და თქვენ დროს
[email protected]

19/02/2020

ვეძებთ ენერგიულ, გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ სატრანსპორტო ლოგისტიკის მენეჯერს. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ CV: [email protected]

ლინქ ლოჯისთიქ-ის გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.
24/12/2019

ლინქ ლოჯისთიქ-ის გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.

2020 წელს ვხვდებით ახალი ინკოტერმსით. დამკვეთების თხოვნით, მათთვის ვისაც გაინტერესებდათ და გვეკითხებოდით :)
02/12/2019

2020 წელს ვხვდებით ახალი ინკოტერმსით. დამკვეთების თხოვნით, მათთვის ვისაც გაინტერესებდათ და გვეკითხებოდით :)

ლარსზე დღეისთვის არსებული სიტუაცია ასეთია
27/09/2019

ლარსზე დღეისთვის არსებული სიტუაცია ასეთია

commersant.ge

Address

13 Sofrom Mgaloblishvili Street
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322306848

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Link Logistic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Link Logistic:

Share